Saturday, July 14, 2018

მეცხრე დღე

ტრენინგზე მოვედი სიახლის შესწავლის იმედით, მთელი ცხრა დღის განმავლობაში თითოეეული დღე ჩემთვის იყო საინტერესო ახალი რესურსების  შესწავლის, განხილვისა და გამოყენების მხრივ. შესწავლილი მასალა დამეხმარება სკოლაში სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და წარმატებულად განხორციელებაში, რაც სახალისოსა და საინტერესოს  გახდის როგორც ჩემს, ასევე ჩემი მოსწავლეების დამოკიდებულებას საგნის მიმართ. ტრენინგმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, მადლობა ტრენერს ჩვენი  განათლებისთვის...

Thursday, July 12, 2018

მერვე დღე

დღეს შევისწავლეთ,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს სწავლების პროცესში, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკაში და შევარჩიეთ დამხმარე მასალები სასწავლო პროექტისთვის. დღევანდელმა დღემაც წარმატებით ჩაიარა.

Sunday, July 8, 2018

მეშვიდე დღე

დასაწყისში შევაფასეთ მოსწავლის პრეზენტაციები და შეფასების რუბრიკები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებაზე, დიფერენცირებული სწავლების ხელშეწყობაზე.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი.

Thursday, July 5, 2018

მეხუთე დღე

წყვილებში შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავითვალისწინეთ შესწორებები და დასრულებული პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავაკეთეთ კომენტარები, დავსვით შეკითხვები პროექტის შესახებ და გავუზიარეთ სასარგებლო რჩევები. განვიხილეთ ინტერნეტ სასწავლო რესურსების დადებითი და უარყოფითი მხარეეები.

Sunday, July 1, 2018

მეოთხე დღე

ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასების სქემაზე. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. განვსაზღვრეთ  შეფასების მოკლე მონახაზი და გავაკეთეთ პრეზენტაცია. დღევანდელმა დღემაც წარმატებით ჩაიარა.

მეცხრე დღე

ტრენინგზე მოვედი სიახლის შესწავლის იმედით, მთელი ცხრა დღის განმავლობაში თითოეეული დღე ჩემთვის იყო საინტერესო ახალი რესურსების  შესწავლის, გ...